ჩვენს შესახებ
საბავშვო ბაღი ,,კოკროჭინა“,რომლის სამი ფილიალი არსებობს თბილისში, დაარსდა 1998 წელს ქალაქ ქუთაისში , სადაც ამჟამად ფუნქციონირებს საბავშვო ბაღ ,,ანა ბანა“-ს ორი ფილიალი. ჩვენი მისიაა სხვადასხვა სახალისო აქტივობებისა და თამაშების გამოყენებით სწავლისადმი დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება სკოლამდელი ასაკის (1-დან 6 წლამდე) ბავშვებში და მათი ემოციური განვითარება. ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სწავლა-აღზრდის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომელიც არის ინგლისში არსებული სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სწავლის, განვითარების საკანონმდებლო სტრუქტურა, რომელიც დაცულია ყველა სახის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მოვლისა და განვითარების რეგისტრირებული სააგენტოების მიერ. მასალას გვაწვდის ოფიციალურად ჩვენი კონსულტანტი სკოლამდელი აღზრდის პრაქტიკოსი ფიქრია აფხაიძე დიდი ბრიტანეთიდან.
მისია

ჩვენს საბავშვო ბაღში შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვები თავს იგრძნობენ, როგროც საკუთარ სახლში, უფრო ფართო ოჯახური გარემოთი, გვქონდეს ღია, მრავალფეროვანი და ენთუზიაზმით სავსე სივრცე, სადაც სწავლისა და სწავლების ურთიერთქმედება ზრდის შემოქმედებით და ბედნიერ ბავშვებს.

ხედვა

ჩვენი ხედვაა განვავითაროთ თავდაჯერებული და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი პოტენციალის სრულყოფილად მიღწევისკენ. ჩვენი საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს უსაფრთხო,პოზიტიურ, განვითარებისათვის შესაბამის, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ, ემოციურ, შემეცნებით და ფიზიკურ ზრდას, ასევე პოზიტიურ თვითშეფასებას და სწავლის სიყვარულს, რომელშიც ყველა თანასწორია და ყველა მიღწევა აღინიშნება, ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შეუქმნის მყარ საფუძველს უწყვეტი სწავლებისა და განვითაებისთვის ნებისმიერ გარემოში.

ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერი ბავშვი წარმატებულია!
დოკუმენტაცია
ღირებულებები
ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს:

ბედნიერება და კეთილდღეობა - სიკეთის გამოვლენა.

ჩართულობა - იყო ჩართული, გულშემატკივარი, დაინტერესებული და საინტერესო.

პატივისცემა - ტოლერანტობის, ინკლუზიის, მრავალფეროვნების, თანასწორობის, სამართლიანობისა და შესაძლებლობების კულტურის ხელშეწყობა.

კომუნიკაცია - სოციალიზაცია, იყო ნამდვილი, ღია, პატიოსანი და გულწრფელი.

მიღწევა – უმაღლესი ხარისხი, მაღალი მოლოდინები, მაღალი მიზნები.

კეთილსინდისიერება - ნიშნავს საქმის სწორედ კეთებას, მაშინაც კი, როცა სხვა არავინ უყურებს.

პარტნიორობა და ზრუნვა - მშობლებისგან, როგორც პარტნიორებისგან სწავლა, ძლიერი აღმზრდელობითი ურთიერთობების განვითარება.

სრულყოფილების ერთგულება - სწავლის, ცხოვრებისა და მუშაობის უნარების განვითარება.

ჩვენ გვჯერა:
რომ არ არსებობს ლიმიტი იმის,თუ რისი მიღწევაც თითოეულ აღსაზრდელს შეუძლია.
სწავლა უნდა იყოს პერსონალიზირებული თითოეული ბავშვისათვის.
კონტაქტი

ქ.თბილისი, შარტავას #41

09:00 - 19:00

599 179 992
555 235 041

ფასი: 500₾

ქ.თბილისი, მიცკევიჩის 25ბ, ბლოკი ,,ა“

09:00 - 19:00

593 51 16 51

ფასი: 500₾

ქ.თბილისი, ბარნოვის #45 (ტატიშვილის36)

09:00 – 19:00

557 102 095

ფასი: 500₾

ქ.ქუთაისი, კოსტავას #79

09:00 – 18:30

555 780 051
574 410 101

ფასი: 300₾

ქ.ქუთაისი, თბილისის #80

09:00 – 18:30

555 780 051
574 410 101
24 31 96

ფასი: 300₾
შაბათის ბაღი

საბავშვო ბაღი ,,კოკროჭინა 2“- ში ფუნქციონირებს შაბათის ბაღი , მიიღებიან , როგორც ჩვენი ბაღის აღსაზრდელების ასევე სხვა ბაღის ბავშვებიც. ოთხჯერადი კვებით, გამახალისებელი აქტივობებით, როგორიცაა: ძერწვა, ხატვა, ფიზიკური აქტივობები, ჯგუფური თამაშები, ზღაპრების კითხვა, სამყაროს შემეცნება და სხვა მრავალი.

ქ.თბილისი, მიცკევიჩის 25ბ, ბლოკი ,,ა“

09:00 - 19:00

593 51 16 51

დღიური გადასახადი: 30₾
ასაკობრივი ჯგუფები

ბაგას ჯგუფი

1,6-3 წლამდე
სწორი მეტყველება, სიტყვათა მარაგის მრავალფეროვნება, მხიარული ციფრები, ფიგურები და ყურადღბის კონცენტრაცია, ფერები, სენსონურლ-მოტორული განვითარება, ემოციები და შეგრძნებები, სამყაროს აღქმა, მუსიკა-ხელოვნება, ფიზიკური განვითარება.

საშუალო

3-5 წლამდე
მხატვრული ლიტერატურა, მხიარული ციფრების სამყარო, დედამიწა და გარე სამყარო, საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული, ესთეტიკური განვითარება, ხელოვნება (აპლიკაცია, ქვიშა,ხატვა,ძერწვა), მუსიკა, ცეკვა, მეხსიერების, ყურადღების და ლოგიკური აზროვნების აქტივობები,როლური თამაშები, ეზოს თამაშები, ფიზიკური განვითარება, გამოფენები და სეზონური ღონისძიებები.

მოსამზადებელი - Preschool

5-6 წლამდე
მხატვრული კითხვა და ლიტერატურა, მხიარული არითმეტიკა და გეომეტრია, გარე სამყაროს აღქმა (დედამიწა, კოსმოსი, ქვეყნები), პერსონალური, სოციალური და ემოციური განვითარება, ესთეტიკური განვითარება, ხელოვნება (ხატვა,ძერწვა, ქვიშა, აპლიკაცია, თაბაშირი, ქსოვა, მაკრამი), მუსიკა, ვოკალი, ჭადრაკი, სახალისო კულინარია, მხიარული სტარტები, უსაფრთხოება, თვითპრეზენტაციის უნარის გამომუშავება.
პროგრამა
დღის განრიგი მოიცავს სწავლას თამაშით და გაჯერებულია სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.
ბაღის საგანმანათებლო პროგრამა შედგება სკოლამდელთა განვითარების 7 არეალისაგან:
მშობლიური ენა- კომუნიკაცია, რუსული და ინგლისური ენა.
ფიზიკური განვითარება.
პერსონალური, სოციალური და ემოციური განვითარება.
კითხვა, წერის ელემენტები.
მათემატიკა, ჭადრაკი
ექსპრესიული/გამომხატველობითი ხელოვნება და დიზაინი (მუსიკა,ცეკვა).
სამყაროს შემეცნება
ვმუშაობთ მეხსერების, ყურადღების ,ლოგიკური მსჯელობის და შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე. შემეცნებით- გასართობი პროგრამები, როგორიცაა: სახალისო კულინარია -პატარებისათვის, მხიარული ციფრების სამყარო, აპლიკაცია, ქვიშა/ძერწვა , შიდა ღონისძიებები, პროექტები და სხვა მრავალი.
კვება

საუზმე

10:30 - 11:00

სადილი

13:00 - 13:30

ლანჩი

14:00 - 14:30

სამხარი

16:30 - 17:00
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
ვერმიშელის ფაფა რძით, პური ხაჭოთი და არაჟნით.
შვრის ფაფა რძით, პური ხაჭოთი და არაჟნით.
ბრინჯის ფაფა რძით, პური კარაქით (ნაღების კარაქი 82%-იანი).
შვრის ფაფა რძით, პური ხაჭოთი და არაჟნით.
ვერმიშელის ფაფა რძით, პური კარაქით (ნაღბის კარაქი 82%-იანი).
ქათმის ბულიონი თვისივე ხორცით
საქონლის ხორცის სუპი
ბორში სიმინდის ზეთზე მომზადებული
საქონლის ხორცის ბულიონი
ბოსტნეულის სუპი ბროკოლით ზეითუნის ზეთზე მომზადებული
სეზონური ხილი
სეზონური ხილი
სეზონური ხილი
სეზონური ხილი
სეზონური ხილი
I-III კვირა ხაჭაპური იმერული ყველით, II-IV კვირა მოხარშული კარტოფილი და ომლეტი მწყრის კვერცხით.
მაკარონი ყველით
ყიყლიყო და სიმინდის სალათი
I-III კვირა კარტოფილის ღვეზელი,II-IV კვირა კარტოფილის პიურე ბოსტნეულით(სტაფილო, სალათის ფურცელი,კიტრი)
I-III კვირა წიწიბურა კატლეტი, II-IV კვირა წიწიბურა ყველით
რატომ ბაღი ,,კოკროჭინა“ ?
სუფთა, უსაფრთხო, მშვიდი და დაცული გარემო
ჯანსაღი კვება
ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოები
ასაკობრივად სწორედ შერჩეული შემეცნებითი სათამაშოები
განათლების თანამედროვე მიდგომები
10-დან 12-მდე ბავშვთა რაოდენობა ჯგუფებში
მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა
სუფთა და უსაფრთხო სასადილო სივრცე
მშვიდი და მყუდრო მოსასვენებელი სივრცე
კეთილმოწყობილი ეზო
რეგისტრაცია